სახლი, სადაც 28 წლის ბიჭი მშობლის ცხედარს მალავდა - "პირველებმა" კადრები გადაიღო
"პირველებმა" გადაიღო კადრები იმ სახლში, სადაც 28 წლის ბიჭი საკუთარი მშობლის ცხედარს მალავდა.
როგორც გაირკვა, ინაურებს ავჭალის აგარაკი გაქირავებული ჰქონდათ.
რატომ გაიმეტა საკუთარი მამა სასიკვდილოდ შვილმა? დიცში მომხდარი შემზარავი დანაშაულის ერთადერთ მოტივად ქონებაა სახელდება. ერთ-ერთი ვერსიით, შვილი მამას ავჭალაში მდებარე კერძო სახლის გადაფორმებას სთხოვდა, უარის შემდეგ კი შვილმა ჯერ მამა მოკლა, გვამი გადამალა, შემდეგ კი პოლიციასთან ერთად გაუჩინარებული კაცის ძებნა დაიწყო. სასტიკ დანაშაულში მხილებული კაცი 28 წლის სანდრო ინაურია. როგორც გაირკვა, მკვლელობაში მხილებული კაცი, სოფელში ბებიის წლისთავზე იყო ჩასული. მას დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში უვადოო პატიმრობა ემუქრება.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.