საბერძნეთში ძვირფასეულობის მოპარვის გამო, საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ბერძნული მედია
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიღბიანი კაცი სალონიკის ცენტრში არსებულ საიუველირო მაღაზიაში შეიარაღებული შეიჭრა, რის შედეგადაც 8 ათასი ევროს ღირებულების ოქრო და ძვირფასეულობა წაიღო.
დამნაშავე მაღაზიის მეპატრონეებმა გამვლელების დახმარებით ქუჩაში, პოლიციის მისვლამდე დააკავეს.