"კანვასის" წევრებს სუს-მა გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინა ხელი - ადვოკატები საქმეს აბსურდულად აფასებენ

30.09.23 11:19
"კანვასის" წევრებს სუს-მა გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინა ხელი - ადვოკატები საქმეს აბსურდულად აფასებენ

სერბული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ლილუაშვილის უწყებამ გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინა ხელი. ამ შედეგით დასრულდა გამოკითხვები სუს-ში. საერთაშორისოო ორგანიზაციის სამი წევრი, თარჯიმნებთან და ადვოკატებთან ერთად, გამომძიებლების კითხვებს რამდენიმე საათი პასუხობდნენ. 

 გამოკითხვიდან გამოსულები დეტალებს ვერ ყვებიან.

მე არანაირი ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია, ამის უფლება არ მაქვს. ხელი მომაწერინეს გაუთქმელობის დოკუმენტზე". - ამბობს "კანვასის" წევრი.

როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ სერბეთის ერთ-ერთი მოქალაქის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი საქმეს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ რიგ შემთხვევებში სასაცილო კითხვები დაისვა სუს-ის მხრიდან.

გამოძიების ფარგლებში გაფრთხილებული ვარ საქმის დეტალების გაუთქმელობაზე, შესაბამისად, ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. ერთადერთი რისი თქმა შემიძლია ჩემი შეფასებაა, რომ ეს არის აბსურდული საქმე. რიგ შემთხვევებში ძალიან სასაცილო შეკითხვები დაისვა, ამის თქმის საშუალება რომ მქონდეს, საზოგადოება ამას ცხადად დაინახავდა“, - განაცხადა ადვოკატმა. 

სერბეთის კიდევ ერთი მოქალაქის ადვოკატის, გიორგი ტაბატაძის თქმით, დაკითხვაზე ხელი მოაწერეს დოკუმენტს და მკაცრად გააფრთხილეს, რომ საქმის დეტალების შესახებ არ ისაუბრონ.

„თუ რამე განცხადებას გავაკეთებთ, ეს იქნება დანაშაული, იმიტომ, რომ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება არის დანაშაული. სახელმწიფო საიდუმლოებას უტოლებენ ამ ყველაფერს“, - განაცხადა ერთ-ერთის ადვოკატმა.

სერბეთის სამი მოქალაქე, რომელიც ახალგაზრდებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად ჩამოვიდა, პირდაპირ ლილუაშვილის უწყებაში გამოიძახეს. ამერიკული USAID-ის პროგრამით ჩამოსული სამოქალაქო აქტივისტები მთელ მსოფლიოში სამოქალაქო სექტორს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას ასწავლიან.

საქართველოში ჩამოსული უცხოელები "კანვასის" წევრები არიან. "კანვასი" ის ორგანიზაციაა, რომელმაც სერბეთის დიქტატორ მილოშევიჩს აიძულა ეღიარებინა არჩევნებში დამარცხება, ამით მილოშევიჩის დიქტატურა დაასრულა.ამ  ორგანიზაციას ებრძვიან რუსეთში და კრძალავენ ბელორუსში. 

სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე სუს-მა გამოძიება ხუთჯერ დაიწყო, თუმცა იყო მხოლოდ დაანონსებული გამოძიება და არ გვინახავს არც მტკიცებულებები და არც დასრულებული გამოძიება.

მსგავსი სიახლეები