ქართველი ავტორები ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საკუთარი ხარჯებით აპირებენ წასვლას
ცნობილია ის სამი ავტორი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყვნენ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე. ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან და აპირებენ საკუთარი ხარჯებით წავიდნენ ფრანკფურტში და არ წარმოადგინონ ქართული სტენდი. ისინი დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.
"მე ისევ მივდივარ იქ, ოღონდ მივდივარ არა მწერალთა სახლის დაფინანსებით, არამდე ბილეთი მიყიდა ჩემმა გამომცემლობამ, "ინტელექტმა" და ვრჩები ჩემს ძმასთან, იმ ვითარებიდან გამომდინარე რაც დღეს არის შექმნილი და არის ბევრი კითხვა, რომელზედაც პასუხები არ მიგვიღია და ვფიქრობ, დღეს ჩვენი მხრიდან ასე მოქცევა აჯობებს". - ამბობს ეკა ქევანიშვილი.
ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი სავარაუდოდ ქართული სტენდის გარეშე ჩაივლის. უმნიშვნელოვანესს ლიტერა-ტურულ ღონისძიებას ქართველი მწერლები, ბოიკოტის გამო არ ესწრებიან.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.