პირადად ჩემი პასუხისმგებლობა ვერ იქნება - ქეთი დუმბაძე ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე
"მწერალთა სახლის" ხელმძღვანელი ქეთი დუმბაძე აცხადებს, რომ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე რომ ქართული სტენდი შეიძლება არ იყოს, ეს მისი პასუხისმგებლობა არ არის.
დუმბაძე ისრების გადატანას ძველი ხელმძღვანელობისკენ ცდილობს.
ის ასევე ამბობს, რომ ძალიან ეცადა, რათა საქართველო წარმოდგენილი ყოფილიყო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე.
პირადად ჩემი, ქეთი დუმბაძის პასუხისმგებლობა ვერ იქნება, იმიტომ, რომ ქეთი დუმბაძე მოვიდა 4 სექტემბერს, როცა უკვე ყველაფერი გაკეთებული უნდა ყოფილიყო. წინა ხელმძღვანელზე უფრო მეტად ვგულისხმობ დეპარტამენტის ხელმძღვანელს". - ამბობს დუმბაძე.
ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი სავარაუდოდ ქართული სტენდის გარეშე ჩაივლის. უმნიშვნელოვანესს ლიტერატურულ ღონისძიებას ქართველი მწერლები, ბოიკოტის გამო არ ესწრებიან.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.