რატომ გაიმეტა მამა სასიკვდილოდ? - დაარღვევს თუ არა მძიმე დანაშაულში ბრალდებული კაცი დუმილს

30.09.23 12:00
რატომ გაიმეტა მამა სასიკვდილოდ? - დაარღვევს თუ არა მძიმე დანაშაულში ბრალდებული კაცი დუმილს

მამის მკვლელობაში მხილებული კაცი სასამართლოს მოლოდინშია. 28 წლის სანდრო ინაური განსასჯელის სკამზე ზუსტად 12 საათზე აღმოჩნდება. რატომ გაიმეტა მშობელი სასიკვდილოდ? დაარღვევს თუ არა მძიმე დანაშაულში ბრალდებული კაცი დუმილს, ეს წუთი-წუთზე გახდება ცნობილი. პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.  28 წლის მამაკაცი დანაშაულს აღიარებს. ახლა საინტერესოა, გახდა თუ არა საბედისწერო ავჭალის აგარაკი, დანაშაულის მთავარი მოტივი. 

"საქმეში არის არაერთი მტკიცებულება...დანაშაულის ჩადენის მოტივი, ამ ეტაპზე რაც არის გამოკვეთილი, არის შურისძიება" ,- ამბობს ადვოკატი, შოთა მანელიძე

შეგახსენებთ, რომ სასტიკი მკვლელობაა სოფელ დიცში ორშაბათს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, შვილმა მამა მოკლა, შემდეგ კი საპოლიციო საგუშაგოების გავლით, გვამი თბილისში ჩამოიტანა და აგარაკზე გადამალა.

 

მსგავსი სიახლეები