მოზარდების გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 60 წლის მამაკაცი დააკავეს - შსს

30.09.23 12:48
მოზარდების გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 60 წლის მამაკაცი დააკავეს - შსს

მოზარდების გაუპატიურებაში მხილებული ბიზნესმენი დაკავებულია - 60 წლის მამაკაცს ხელბორკილები ცოტა ხნის წინ დაადეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ლ.მ. გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს, ნაცნობ გოგონებთან, მათი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი, ასევე, მათ არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მათ მიმართ მუქარასაც ახორციელებდა.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ლ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გაუპატიურების,ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტვ პირველის,  შაბათის ეთერის ხელშია  მტკიცებულებები,  ჩანაწერები და მიმოწერებიც. ნოდარ მელაძის გუნდმა ჩაწერა ვრცელი ინტერვიუები მსხვერპლ გოგონებთანაც. დეტალებს ამ თემის შესახებ, ნახავთ საღამოს ზუსტად რვაზე "ნოდარ მელაძის შაბათში". 

მსგავსი სიახლეები