მამის მკვლელობაში ბრალდებული კაცი პატიმრობაში გაუშვეს - ინაურმა ჩვენება შეცვალა

30.09.23 13:09
მამის მკვლელობაში ბრალდებული კაცი პატიმრობაში გაუშვეს - ინაურმა ჩვენება შეცვალა

მამის მკვლელობაში ბრალდებული კაცი მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა. მძიმე დანაშაულში მხილებული სანდრო ინაური ჩადენილს აღარ აღიარებს.

ბრალდებულმა ჩვენება შეცვლა. ჯერ პოლიციას თავად ჩაბარდა დაა აჩვენა ადგილიც, სადაც მამის ცხედარ გადამალა, ახლა კი კითხვას, აღიარებს თუ არა ბრალს, სასამართლოზე დუმილით უპასუხა. როგორც ჩანს ეს არის ახალი სტრატეგია ბრალდებულის და მისი ახალი უფლებადამცველების, რომლებიც ამბობენ, რომ მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს. 

დაცვის მხარემ სასამართლოს ბრალდებულის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, რაზეც მოსამართლისაგან უარი მიიღო. 

განსაკუთრებული მოლოდინი, რომ ჩვენი შუამდგომლობა დაკმაყოფილდებოდა, არ გვქონია, თუმცა არსებობს რეალისტური მიდგომა საქმის მიმართ, რომელიც მე სასამართლოშიც განვაცხადე. იქნება შესატყვისი ვითარება, როდესაც ყველაფერს სათანადო ადგილი მიეჩინება და აიხსნება რა ვითარება არსებობდა. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული მოტივაციასთან მიმართებაში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დამოკიდებულება და ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებითაც ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებების გამოსაკვეთი შემდგომში  ". - ამბობს ადვოკატი 

პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის განცხადებით,  გამოძიებამ უკვე მოიპოვა 27 წლის ახალგაზრდის აღიარებითი ჩვენება და მისივე თქმით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი და მტკიცებულებების ერთობლიობა, რომ მძიმე კატეგორიის დანაშაული ბრალდებულმა ჩაიდინა. 

პროკურორის თქმითვე, რადგან საქმე ეხება მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არსებობს ბრალდებულის მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. 

გორის სოფელ ქორდში 28 წლის შვილმა სანადირო თოფით 67 წლის მამა მოკლა, შემდეგ კი, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა და რამდენიმე დღე მალავდა. მკვლელობა სამშაბათს, 26 სექტემბერს, მოხდა.