"მოვკლათ და დავაგდოთ, ვინ მოძებნისო" - ახალგაზრდა კაცი სასაფლაოზე გაიტაცეს და აწამეს (მელაძის შაბათის ანონსი)
ახალგაზრდა კაცი ოქროყანის სასაფლაოზე გაიტაცეს, ემუქრებოდნენ, შემდეგ სარდაფში ჩაკეტეს და გონების დაკარგვამდე აწამებდნენ.
არის კადრები, არსებობს ჩვენებები, არ არსებობს დაკავებული.
დღეს, საღამოს 8 საათზე, "ნოდარ მელაძის შაბათში" გამომძიებელი ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი მოგიყვებათ, ვინ მფარველობს გამტაცებლების შეიარაღებულ ბანდას თბილისში.
იქცა თუ არა წესად ქვეყანაში სიკვდილის ბრიგადების გარიგებები პოლიციასთან.
ადამიანი, ვინც სიკვდილს თვალებში უყურა თავად მოგიყვებათ, სიკვდილის ბრიგადების არსებობაზე თბილისში.
"ბარემ იქნებ მოვკლათ და დავაგდოთ, ვინ მოძებნის, ვინ იპოვისო" - უყვება "შაბათის ეთერს" სასწაულებრივად სიკვდილს გადარჩენილი.
იქცა თუ არა წესად ქვეყანაში სიკვდილის ბრიგადების გარიგებები პოლიციასთან - ნახეთ დღეს საღამოს 8 საათზე, "ნოდარ მელაძის შაბათში"