საგარეჯოში ყურძნით დატვირთული ავტომობილი ამობრუნდა

30.09.23 15:49
საგარეჯოში ყურძნით დატვირთული ავტომობილი ამობრუნდა

ყურძნით დატვირთული ზილის მარკის ავტომობილი ამობრუნდა - შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მან მცირე დაზიანებები მიიღო.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.