ექსკლუზივი: ახალი დეტალები პედოფილის საქმიდან - 60 წლის ბიზნესმენი გოგონებს ნარკოტიკების მიღებას აიძულებდა, შემდეგ კი აუპატიურებდა
ცნობილი და გავლენიანი ბიზნესმენი არასრულწლოვანი გოგონას და მისი მეგობრის გაუპატიურებაშია მხილებული - "შაბათის ეთერის" რესპონდენტები 60 წლის კაცს ძალადობასა და ნარკოტიკების იძულებით მიღებაშიც ადანაშაულებენ.
პოლიციას, კაცის წინააღმდეგ მტკიცებულებადა მსხვერპლი ქალების ჩვენებები რამდენიმე კვირის განმავლობაში ჰქონდა, თუმცა ის მხოლოდ რამდენიმე საათის წინ დააკავეს.
"შაბათის ეთერის" რესპონდენტი, რომელიც ახლა 18 წლის არის, ამბობს, რომ პოლიციამ ის მოძალადის პირისპირ მიატოვა. გოგონა ამბობს, რომ 17 წლის იყო, როდესაც 60 წლის ბიზნესმენმა თავისუფლება უკაკანო აღუკვეთა გააუპატიურა, შემდეგ კი ფსიქოლოგიური ტერორით და ნარკოტიკების გამოყენებით, არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა.
ჩვენი რესპონდენტი ვარაუდობს, რომ მისი გაუპატიურება 60 წლის ბიზნესმენს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. შერჩეული ჰქონდა ადგილიც. ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ მოძალადემ სახლიდან მოტყუებით გაიყვანა, ბოლოს კი თბილისის ზღვის უკაცრიელ პლაჟზე, საკუთარ ავტომობილში იძალადა.
„შაბათის ეთერის" ხელშია მოძალადისა და მსხვერპლის მიმოწერა. აღიარებითი ჩვენების გარდა, პოლიციისთვის მტკიცებულება არც ის აუდიო ჩანაწერები აღმოჩნდა, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა. ჩანაწერში პირდაპირ ისმის, როგორ ცდილობს სექსუალური ძალადობის მცდელობის დროს 17 წლის გოგონა მისგან თავის დაღწევას ამის საშუალებას კი მას კაცი არ აძლევს.
მეტიც, არსებობს მტკიცებულები, რომლის მიხედვითაც მძიმე დანაშაულში მხილებული ბიზნესმენი ინტერნეტით ნარკოტიკების შესაძენად ფულს თავად რიცხავდა და სამალავში დატოვებული წამლის ასაღებად გოგონები საკუთარი მანქანით მიჰყავდა.
60 წლის ბიზნესმენს ნარკოტიკებთან კავშირს მხოლოდ 18 წლის გოგონა არ ადასტურებს. ამ ფაქტის შესახებ "შაბათის ეთერთან" მისი მეგობარიც საუბრობს. 20 წლის ახალგაზრდა ჰყვება, რომ ნარკოტიკების უკანონო შეძენის გარდა კაცი მათ ამ ნივთიერებების მიღებასაც აიძულებდა.
ქალი ამბობს, რომ სისტემატური სექსუალური ძალადობის და შანტაჟის გარდა, ბიზნესმენი ან მისი წარმომადგენლები მას გამუდმებით უთვალთვალებდნენ.
"შაბათის ეთერთან" ახალგაზრდები აღნიშნავენ იმასაც, რომ როგორც კი შეხვედრაზე უარს ეუბნებოდნენ, ბიზნესმენი პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა.
გოგონების მონაყოლის თანახმად, მას შემდეგ რაც მოძალადეს პოლიციით დაემუქრნენ, ბიზნესმენმა ტერორის ახალი ტალღა წამოიწყო - კაცი ცდილობდა, გოგონების თანამშრომლების მოსყიდვას, რომ მათი გადაადგილება გაეგო. ფაქტს დაზარალებული ქალის თანამშრომელი "შაბათის ეთერს" უდასტურებს.
ბოლო წვეტი კი დაზარალებული ახალგაზრდებისთვის 60 წლის კაცის მუქარა გახდა - ის ქალებს თურქეთში წასვლას აიძულებდა და ტრეფიკინგში ჩართვით ემუქრებოდა.