სამხედრო აღლუმი ოკუპირებულ აფხაზეთში - ომის 30 წლის თავზე სეპარატისტული რეჟიმი გამარჯვებას ზეიმობს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო აღლუმი ჩატარდა. ომის 30 წლის თავზე სეპარატისტული რეჟიმი გამარჯვებასს ზეიმობს.
"სადღესასწაულო მსვლელობა" ომის მონაწილეებმა გუმისთასა და აღმოსავლეთის ფრონტის ყოფილმა მებრძოლებმა და მეთაურებმა გახსნეს. სოხუმის თავისუფლების მოედანზე საზეიმო მარშით ჩაიარეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზის მებრძოლებმაც.
აფხაზეთისს მარიონეტი ლიდერი ბჟანია აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას ქალაქების და კურორტების აღდგენის პირობას დებდა. ასლან ბჟანია ტრიბუნიდან ამტკიცებდა, რომ ქართველებმა აფხაზებს ზიანი მიაყენეს. არც მის ამ სიტყვას და არც ჩატარებულ აღლუმს ოფიციალური თბილისი ამ დრომდე არ ეხმიანება.