ქვეყანაში რამდენიმე ვირუსი ცირკულირებს - მედიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
ქვეყანა სეზონური ვირუსების მოლოდინშია. სპეციალისტები მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ამბობენ, რომ ერთდროულად რამდენიმე ვირუსია გავრცელებული, მათ შორის, ისევ გამოწვევად რჩება კოვიდი.
პედიატრიულ კლინიკებში თავისუფალი ადგილები უკვე აღარ არის. ინფიცირების შემთხვებები, როგორც ირკვევა, მომატებულია მოზარდებში.
მედიკოსები ამბობენ, რომ ვირუსთან ბრძოლის და პრევენციის ერთადერთი გზა ვირუსის საწინააღმეგო აცრაა.
ამჟამად ცირკულირებს რამენიმე სახეობის ვირუსი და მომართვინოაბა ჯერჯერობით მხოლოდ ამ ვირუსების გამოა. აქედან მთეილ ავადობის, სადღაც 18%-მდე არის კორონავირუსული ინფექცია, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ და არ წასულა ჩვენგან არსად. ამავდროულად გაჩნდა „ა“ ჯგუფის გრიპის შემთხვევები. ძალიან ბევრია რინოვირუსი, რომელიც შედარებით უფრო მსუქბუქად მიმდინარეობს.
გადავსებულია ალბათ უკვე სხვაგანაც, ჩვენთანაც ძალიან ბევრი პაციენტია, - ამბობს
ციციშცლის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ხელმძღვანელი მაია ჩხაიძე.