სისხლიანი ანგარიშსწორება გურიაში - პოლიციამ გაქცეული დამნაშავე დააკავა

01.10.23 13:06
სისხლიანი ანგარიშსწორება გურიაში - პოლიციამ გაქცეული დამნაშავე დააკავა

გურიაში გაქცეული დამნაშავე პოლიციამ დააკავა. მეზობლის მკვლელობაში მხილებული კაცი ახლა ბრალის წარდგენასს ელოდება.  საქმე სოფელ გოგოლისუბანში მომხდარ მკვლელობას ეხება. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი დაბადების დღის სუფრაზე დაიწყო. მეორე დღეს კი შურისძიება ქუჩაში გაგრძელდა.

როგორც გაირკვა, სოფელ გოგოლესუბანში სავარაუდო მკვლელმაა მსხვერპლი საკუთარ სახლთან მიიყვანა, ეჩხუბა, დანა ჩაარტყა და გაიქცა. მკველოლბაში მხილებული კაცი ციხიდან ახალი გამოსულია, ის სასჯელს პოლიციელზე თავდასხმის გამო იხდიდა. პოლიოციამ სავარაუდო მკვლელს საკუთარ სოფელში მიაგნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო, როცა დანაშაული ჩაიდინა.

დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.