პრემიერის მადა, გამდიდრდეს სახელმწიფოს ხარჯზე, სულ უფრო მზარდია - მესამე სექტორი
ტყე პრემიერის სიდედრისთვის - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი სანდრო ქევხიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ პრემიერი ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანას მიხედოს, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი ოჯახის და ნატესავის გამდიდრებით არის დაკავებული.
მესამე სექტორის წარმომადგენლის თქმით, სავარაუდო კორფუციას ხელს ისიც უწყობს, რომ ქვეყანაში ამის შემაკავებელი მექანიზმი არ არსებობს.
არაფერი გასაკვირი აქ არ არის. როდესაც არანაირი შემაკავებელი მექანიზმი არ არსებობს კორუფციის, ასე ხდება ხოლმე ანუ ის უფრო იზრდება და უფრო და უფრო მეტი გამოვლინება აქვს. ამ შემთხვევაში არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ გამოძიება დაიწყება. ზუსტად ამიტომ, ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და გამომძიებელმა ჟურნალისტებმა შეითავსონ ეს როლი. ანუ მათ მიაკვლიონ სიმართლეს, გამოიძიონ, რეალურად, ეს კორუფციის ნიშნები და დაადასტუროს, სად არის პრობლემები. უნდა ველოდოთ სულ უფრო მეტ ასეთი ტიპის ბრალდებებს და სკანდალებს, რადგან, როგორც ჩანს, ეს მადა, რასაც ჰქვია სახელმწიფოს ხარჯზე ქონების დაგროვება, სულ უფრო მზარდია. იმის მაგივრად, რომ მიხედოს ქვეყანას და გადაჭრას მოქალაქეების პრობლემები, ის დაკავებულია მისი ოჯახის, ფართო გაგებით, ოჯახის, სანათესაოს გამდიდრებით. აი, ეს არის კორუფციის განმარტება ზუსტად, - ამბობს სანდრო ქვეხიშვილი.
აღმოჩენილია ირაკლი ღარიბაშვილის ზამთრის რეზიდენციის მიმდებარედ ახალი ტერიტორია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიდედრის სახელზე გადაფორმდა.
ბაკურიანის ტყეს აქ უკვე ახალი სახელი აქვს - "პრემიერის ასახვევი". "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიდედრი ბაკურიანის ტყის პირას ახალი ტერიტორიების მფლობელი გახდა.