ბოიკოტი წულუკიანს - 4 დიდი გამოცემა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე დამოუკიდებლად წარდგება

01.10.23 15:54
ბოიკოტი წულუკიანს - 4 დიდი გამოცემა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე დამოუკიდებლად წარდგება

ოთხი დიდი გამომცემლობის ბოიკოტი თეა წულუკიანის რეპრესიულ პოლიტიკას - გერმანიაში წიგნის ბაზრობაზე გამომცემლები მწერალთა სახლისგან დამოუკიდებლად იქნებიან წარმოდგენილი. "სულაკაურის", "ინტელექტის", "არტანუჯის" და "პალიტრა ელ"-ის გამომცემლობებში ფიქრობენ, რომ ქართული კულტურის თავისუფლება საფრთხეშია, მინისტრის გადაწყვეტილებების გამო კი ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება იზღუდება. 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამომცემლების ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრებიან ქართველი ავტორებიც. 

გადაწყვეტილება გამომცემლობებმა და ავტორებმა ამს შემდეგ მიიღეს, რაც კულტურის მინისტრმა მწერალტა სახლის ხელმძღვანელის პოზიციაზე ქეთი დუმბაძე დანიშნა. 

ბოიკოტში მყოფმა გამომცემლობებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გარეშე და მათგან ფინანსური დახმარების აგრეშე, დამოუკიდებლად ვუზრუნვეყოთ დამოუკიდებელი ქარული გამომცემლობების სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ლიტერატურა და ამ სტენდი კარი ღია იქნება ნებისმიერი ქართველი გამომცემლისთვის და მწერლისთვის, რომელიც წელს იქნება ფრანკფურტში წარმოდგენილი მიუხედავად იმისა, იზიარებენ თუ არა ისინი ჩვენი ბოიკოტის პირობებს, იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია ჩვენი სექტორის ერთიანობა. ჩვენ ჩვენს კოლეგებს არ ვუპირისპირდებით. ჩვენ გავქვს პრობლემა სახელმწიფო პოლიტიკასთან, კულტურის პოლიტიკასთან და ეს არის ჩვენი პროტესტის მტავარი მიზანი, - ამბობს გამომცემელი გვანცა ჯობავა. 

"პირველები" დღეს წიგნის გამოცემატა ასოციაციას დაუკავშირდა, რომლებმაც დღეს დაწერს, რომ შეთანხმება შედგა და ერვნული სტენდი ფრანკნფურტის წიგნის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება. მცდელობის მიუხედავად, კითხვაზე, თუ ვინ იქნება ეროვნული სტენდრის ფარგლებში წარმოდგენილი ფესტივალზე, პასუხი ვერ მივიღეთ.