საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი მოკლეს - დაჭრილია მისი ცოლიც
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 50 წლის კაცი 74 წლის ბერძენმა კაცმა შვილის თვალწინ მოკლა. დაჭრილია მოკლული ემიგრანტის ცოლიც. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბერძნული მედიის ცნობით, შემთხვეავ ქალაქ ათენში ღამის საათებში მოხდა. თავდამსხმელი ცოლ-ქმრის სახლში შეიაარღებული მივიდა და კაცს ესროლა.
თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დააკავა.