სისტემის მხილება გრძელდება - ვარკეთილში პოლიციამ ახალგაზრდები სცემა და დააპატიმრა

01.10.23 20:05
სისტემის მხილება გრძელდება - ვარკეთილში პოლიციამ ახალგაზრდები სცემა და დააპატიმრა

სისტემის მხილება გრძელდება - "პირველების" ხელშია პოლიციის სამხრე კამერის ჩანაწერები, სადაც გარკვევით ისმის, როგორ აგინებენ და როგორ ძალადობენ სამართალდამცველები ქუჩაში გამვლელებზე.

ახალგაზრდები ვარკეთილში სცემეს, ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ კი დააპატიმრეს.  ნაცემია ერთ-ერთი დაკავებულის დედაც.

თბილისში მომხდარ ამ შემთხვევაზე გამოძიება უკვე დაიწყო. გამოჰკითხეს ნაცემებიც და მათი ოჯახის წევრებიც, მაგრამ ამ დრომდე არცერთი პოლიციელი არ დასჯილა.

დაზარალებულის ინტერესების დამცველი ამტკიცებს, რომ ძალადობაში მხილებული ორივე პოლიციელი შინაგან საქმეთა სამინისტროში განაგრძობს მუშაობს.

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.