იმპიჩმენტს პროცედურების დაწყება კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას - ნონა ქურდოვანიძე
"იმპიჩმენტს პროცედურების დაწყება კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას," - ასე ეხმაურება "საია"-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.
ქურდოვანიძის თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეაფასონ ქვეყნის პროგრესი ამ ერთი წლის განმავლობაში, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან მიმართებით განვითარებული პროცესები კი შესაძლოა, უარყოფითად აისახოს შეფასებაზე.
იმპიჩმენტს პროცედურების დაწყება არის პრობლემური და პოლარიზაციას ეს კიდევ უფრო აღრმავებს და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ შეფასებები ჩვენი პარტნიორებისგან და მეგობრების მხრიდან, რომლებმაც უნდა საბოლოდ შეაფასონ ჩვენი პროგრესი ამ ერთი წლის განმავლობაში და ეს ფაქტი და ეს მოვლენები, რომლებიც პრეზიდენტთან მიმართებით ვითარდება რა თქმა უნდა შესაძლოა აისახოს იმ შეფასებაზე, რომელიც უნდა გაკეთდეს", - ამბობს "საია"-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.