ლაგოდეხში 14 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 14 წლის ახალგაზრდას მანქანა დაეჯახა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მოზარდს მანქანამ ველოსიპედით გადაადგილების დროს დაარტყა. დაშავებულს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი კიდურის მოტეხილობა აღენიშნება. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.