ხონში კომისარიატის ყოფილი შენობა დაიწვა
ხონში არსებული კომისარიატის ყოფილი შენობა დაიწვა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად, გაუმართავი ელექტროგაყვანილობის სისტემა სახელდება. შემთხვევით ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.