გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა გორში - ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. რეგიონული გამოცემა "მოზაიკის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.