გურიას სტიქია უტევს - დატბორილია სახლები, მდინარემ ხიდი წაიღო
გურიას სტიქია უტევს - ლანჩხუთში ისევ რთული მდგომარეობაა, სადაც სოფელი ხორეთი გარე სამყაროს კიდევ ერთხელ მოსწყდა, ადიდებულმა მდინარემ დროებითი ხიდი წაიღო.
ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით, არსებობს მდინარე სუფსის ადიდების და მოსახლეობის დიდი ნაწილის დატბორვის საფრთხე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მერია საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
ძლიერი წვიმის გამო ოზურგეთის მერია საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მობილიზებულია ყველა სამსახური.
ვთხოვთ თანამოქალაქეებს, შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად დაუკავშირდნენ სოფლებში მერის წარმომადგენლებს, ან გვაცნობეთ ცხელი ხაზის მეშვეობით: 511 240 040", - ნათქვამია ოზურგეთის მერიის განცხადებაში.
ოზურგეთში და ჩოხატაურშიც პრობლემებია. დატბორილია სახლები და ქუჩებში გავლა შეუძლებელია.