ქალი და კაცი ადგილზე გარდაიცვალა, მანქანა დაიწვა - საშინელი ავარია ყვარელში
ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელში - გარდაცვლილია ორი ადამიანი.
ჭავჭავაძის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა ქალი და კაცი ადგილზე დაიღუპა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებმა და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ