შეკვეთილში, ხიდის ნაწილი ჩაინგრა - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

03.10.23 14:39
შეკვეთილში, ხიდის ნაწილი ჩაინგრა - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

ძლიერი წვიმის გამო შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან, ხიდის ნაწილი ჩაინგრა. ამ წუთებში, გზა საპატრულო პოლიციის ყვითელი ლენტითა არის შემოსაზღვრული. საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია.

ავტომობილებს ამ ეტაპისთვის მოძრაობა შემოვლითი გზით უწევთ. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.

მსგავსი სიახლეები