აჭარაში მდინარე ყოროლისწყალი ადიდდა - კალაპოტში აშენებულ კოტეჯებს საფრთხე ემუქრება

ძლიერმა წვიმებმა აჭარაში პრობლემები შექმნა. სოფელ ორთაბათუმინდან უმძიმესი კადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, ადიდებული მდინარე ყოროლისწყალი.
ადგილიდან ვიდეოს ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი, მიშა ბოლქვაძე ავრცელებს და აცხადებს, რომ საფრთხე ემუქრება მდინარის კალაპოტში აშენებულ კოტეჯებს ემუქრება.
მდინარის კალაპოტში სულ 60-მდე კოტეჯი დგას, რომლებიც ამჟამად, ბოლქვაძის ცნობით, ცარიელია. ბოლქვაძე ხელისუფლებას სასწრაფოდ მათი დემონტაჟისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მათ ასაშენებლად თავის დროზე ნებართვა კორუფციული გზებით გაიცა.