აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი "ოცნებას" - USAID-ის შესახებ ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია

04.10.23 10:19
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი "ოცნებას" - USAID-ის შესახებ ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი "ქართულ ოცნებას" - დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი ამბობს, რომ USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია.

"თბილისში ჩვენმა საელჩომ ამის შესახებ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და რასაც აქვე გავიმეორებ არის ის, რომ ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია და არსებითად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა და ჩვენ გავაგრძელებთ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად", - განაცხადა ვედანტ პატელმა.

დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და მზად ვართ დავეხმაროთ მთავრობას ამაში", - აღნიშნა პატელმა.