მკვლელობა კახეთში - მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა

04.10.23 10:53
მკვლელობა კახეთში - მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა

სისხლიანი დაპირისპირება კახეთში - "პირველების" ინფორმაციით, სოფელ ჭიკაანში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. ანგარიშსწორება გვიან ღამით მოხდა.

ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, ერთი დაჭრილის შესახებ. მომხდარის დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება. 

"პირველები" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. კომენტარის მიღებისთანავე, ინფორმაცია განახლდება.