"ბრძოლა მიღებულია!" - გიორგი მელაძე გამოკითხვაზე დაიბარეს
ე.წ. გადატრიალების საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „კანვა საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე გამოკითხვაზე დაიბარა.
მელაძე ამბობს, რომ ის სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.
მოვიდა უწყება. გამოკითხვა დღეს იქნება სასამართლოში. დრო არ ვიცი.
საბჭოთა ნომენკლატურამ სოროში თავი ვეღარ დამალა!
ბრძოლა მიღებულია!"- ამბობს ის.
შეგახსენებთ, რომ სუს-მა სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე განცხადება გაავრცელა. ლილუაშვილის უწყება ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს და ირწმუნება, რომ ორგანიზაცია CANVAS-ის წევრები თბილისში ხელისუფლების დამხობის მასტერკლასებს ატარებდნენ.