შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა თანაკლასელი ეკლესიის ეზოში მოკლა - რა მოხდა ჭიკაანში (ახალი დეტალები)

04.10.23 15:56
შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა თანაკლასელი ეკლესიის ეზოში მოკლა - რა მოხდა ჭიკაანში (ახალი დეტალები)

მეზობლის განზრახ მკვლელობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი, თემურ ოთინაშვილია ბრალდებული. 50 წლამდე კაცს სამსახურებრივი იარაღით თანაკლასელის მკვლელობას ედავებიან. 

ირკვევა, რომ დაკავებულმა სოფელ ჭიკაანში გვიან ღამით 47 წლის გელა გუჩმაზაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით პირდაპირ ეკლესიის ეზოში მოკლა. მომხდარს წინ შელაპარაკება და ხელჩართული ჩხუბი უძღოდა. კონფლიქტი კი სუფრასთან დაიწყო. 

თემურ ოთინაშვილის ახლობლები ამბობენ, რომ შსს-ს თანამშრომელი თავდაცვას ცდილობდა, მან ჰაერში გაისროლა, ანასხეტლი კი გუჩმაზაშვილს მოხვდა. 

სისხლიანი გარჩევის დროს დაიჭრა კიდევ ერთი ადამიანი. მკვლელობაში ბრალდებული დაცვის პოლიციის, პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი პოლიციას თავად ჩაბარდა და ბრალის წარდგენას ელოდება.

მოკლული გელა გუჩმაზაშვილი კი პროზექტურიდან სახლში გადაასვენეს.