"იმედის კლინიკაში" 2 მცირეწლოვანს ოპერაცია შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა - რეგულირების სააგენტო

04.10.23 16:44
"იმედის კლინიკაში" 2 მცირეწლოვანს ოპერაცია შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა - რეგულირების სააგენტო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განცხადებით, "იმედის კლინიკაში" 2 მცირეწლოვან პაციენტს ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა - უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები სააგენტომ გამოავლინა.

სააგენტო ცნობით, 13 სექტემბრიდან აღნიშნულ კლინიკას ნაკლოვანების გამო შეჩერებული ჰქონდა ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების ნებართვა, მიუხედავად ამისა, კლინიკაში 2 ოქტომბერს ოპერაციები მაინც ჩატარდა. 

შპს "იმედის კლინიკას“ ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაწესებულებაში არსებული დარღვევა-ნაკლოვანების გამო 13 სექტემბერს შეუჩერა. მიუხედავად ამისა, კლინიკაში 2 ოქტომბერს გეგმური ქირურგიული ოპერაციები ჩატარდა, რაც უკანონო სამედიცინო საქმიანობას წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო "იმედის კლინიკა" 20 000 ლარით დაჯარიმდა.