გელათის მონასტერში არსებული მდგომარეობა მძიმდება
საპატრიარქოს მიერ პასუხისმგებლობის აღების შემდეგ გელათის მონასტერში არსებული მდგომარეობა მძიმდება. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარში ფრესკებიდან ფრაგმენტები სისტემურად ცვივა - ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, დამძიმებულია საკურთხევლის აფსითში არსებული უნიკალური მოზაიკის მდგომარეობაც.