ოზურგეთში ხიდი ისევ ჩაინგრა

04.10.23 20:10
ოზურგეთში ხიდი ისევ ჩაინგრა

ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟზე არსებული ხიდის მიმდებარე მონაკვეთი ჩავარდა. სავარაუდოდ, ხიდი ადიდებულმა მდინარემ დააზიანა.

ადგილობრივების თქმით, ხიდი დიდი ხნის განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ამ წუთისთვის შემთხვევის ადგილას მოძრობა შეზღუდულია, მგზავრები შემოვლითი გზით გადაადგილებას აგრძელებენ.