აქტივისტები პარლამენტთან სიმბოლურად კარვებჩამოცმულები მივიდნენ

05.10.23 15:29
აქტივისტები პარლამენტთან სიმბოლურად კარვებჩამოცმულები მივიდნენ

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან სიმბოლურად კარვებჩამოცმულები მივიდნენ.

"უთხარი არა რუსულ კანონს" - საქართველოს პარლამენტთან აქცია იმართება. კარვები, დროშები, საყვირები, ხმის გამაძლიერებლები და ბანერებიც - ყველა ის ატრიბუტიკა, რომელიც დღის ბოლოს დიდი ალბათობით უკანონო ნივთებად იქცევა,  სამოქალაქო აქტივისტებმა ისევ ქუჩაში გაიტანეს.

აქტივისტები პლენარული სხდომის პარალელურად პარლამენტის მიმდებარედ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ.

მსგავსი სიახლეები