თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა განახლდა

06.10.23 10:37
 თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა განახლდა

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა განახლდა. აღნიშნულს თბილისის სატრანსპორტო კომპანია ადასტურებს.

მათივე ცნობით, მეტრო ამჟამად მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება.

აღნიშნულ ხაზზე ტექნიკური პრობლემის გამო, მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერებული იყო.