ხაშურში ჩანგრეული ხიდის დემონტაჟი მიმდინარეობს - ხალხი მერიის მხრიდან გულგრილობაზე საუბრობს

06.10.23 12:27
ხაშურში ჩანგრეული ხიდის დემონტაჟი მიმდინარეობს - ხალხი მერიის მხრიდან გულგრილობაზე საუბრობს

ხაშურში ხიდი ჩაინგრა. სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი მთავარი გზა პარალიზებულია. ამ წუთებში, იქ   ჩანგრეული ხიდის დემონტაჟი მიმდინარეობს. ხაშურის მერიაში ამტკიცებენ რომ გამომწვევ მიზეზებზე ახლა ადგენენ, თუმცა მიზეზებზე საუბარი არ უჭრის ადგილობრივ მოსახლეობას. ხალხის მტკიცებით, მერიამ თავის დროზე ჩატეხილ ხიდზე ასფალტი გადააგო.

მოსახლეობას დროებით ალტერნატიული ხიდით სარგებლობას სთავაზობენ, თუმცა როგორც ირკვევა, არც გზის ამ მონაკვეთით გადაადგილებაა უსაფრთხო.  

მოვედი, დავდექი ზედ და ორ წუთში ჩაინგრა, ეს ხიდი 89 წელს აშენდა, იმის მერე არავის ყურადღება არ მიუქცევია. მოაჯირები არ ჰონდა, თუ გინდა კამეჩი გადავარდებოდა შიგ. ზედამხედველს, ვინც თავის დროზე აკეთებდნენ, ვეუბნებოდით ხიდს სისწორე მიეცით-თქო და ბრაზდებოდა". - ამბობს ადგილობრივი.