ხანძარი გორის მე-3 საჯარო სკოლაში - რას გაუჩნდა ცეცხლი

06.10.23 12:33
ხანძარი გორის მე-3 საჯარო სკოლაში - რას გაუჩნდა ცეცხლი

გორის მესამე საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას "მოზაიკა" ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ცეცხლი მაკულატურას გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. 

სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა შენობაში მუშაობას ამ დრომდე განაგრძობენ. 

ფოტო: "მოზაიკა"