სარფისა და სადახლო-საავტომობილო საზღვრებზე 12 341,67 ლარის არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს
მებაჟე ოფიცრებმა სარფისა და სადახლოს საზღვრებზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 12 341,67 ლარი შეადგინა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 135,2 გრამი) გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 12 341,67 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში 12 341,67 ლარის ოდენობით შეეფარდათ", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.