საპროტესტო აქცია მეჯვრისხევში - ადგილობრივები საბავშვო ბაღის გახსნას ითხოვენ

06.10.23 16:36
საპროტესტო აქცია მეჯვრისხევში - ადგილობრივები საბავშვო ბაღის გახსნას ითხოვენ

საპროტესტოო აქცია გაიმართა მეჯვრისხევში. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში ახლადაშენებული საბავშვო ბაღის გახსნას ითხოვს. მოზარდების მშობლები უკვე მეოთხე წელია ბავშვებს ალტერნატიულ შენობებში ატარებენ, თუმცა ამ შენობაში მინიმალური პირობებიც კი არ არის დაცული. გორის ბაღების სააგენტოში ირწმუნებიან, რომ ახალი ბაღი ორ კვირაში გაიხსნება.