სელფი მობაილის მხარდაჭერით საქართველოში NASA Space Apps Challenge 2023 ტარდება

06.10.23 19:00
სელფი მობაილის მხარდაჭერით საქართველოში NASA Space Apps Challenge 2023 ტარდება

6 ოქტომბერი, თბილისი - სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ მომხმარებელს ემსახურება, მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ჰაკათონის, NASA Space Apps Challenge -ის ადგილობრივი კონკურსის ტრადიციული მხარდამჭერია. წელს, ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად 100-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, რომელთაგან შეირჩა 30 გუნდი. ორი დღის განმავლობაში, 7-8 ოქტომბერს, მონაწილეები იმუშავებენ NASA -ს მიერ დადგენილი გამოწვევების გადაწყვეტაზე და საკუთარ იდეებსა და პროექტების პროტოტიპებს ჟიურის წინაშე წარადგენენ. პრიზების გარდა, მოგებულებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი პროექტი NASA Space Apps Challenge-ის საერთაშორისო კონკურსზე წარადგინონ. აღსანიშნავია, რომ ჰაკათონის მიმდინარეობისას მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ თემატურ ვორქშოფებს ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მონაცემთა მეცნიერება, პროტოტიპირება, UI/UX დიზაინი, მონაცემთა ვიზუალიზაცია, სთორითელინგი, ასტროფოტოგრაფია და სხვა.

NASA Space Apps Challenge -ი ყოველწლური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს. პროექტის მიზანია ჰაკათონის მონაწილეებმა ერთად იმუშაონ NASA-ს რეალურ მონაცემებზე და პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლმებს ინოვაციური გადაწყვეტა უპოვონ. 

NASA Space Apps Challenge 2023 -ის ორგანიზატორები არიან  სტარტაპ ბიურო და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA).

დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს:     http://cellfie.ge

ან ჩვენი სოციალურ მედიის არხებს:

Facebook

Instagram

YouTube

LinkedIn

NS