პირობა სტატუსის მიღებაზე თუ ბოლო გაფრთხილება - რით ბრუნდება პრემიერი ესპანეთიდან?
პირობა სტატუსის მიღებაზე თუ ბოლო გაფრთხილება? - რითი ბრუნდება პრემიერი ესპანეთიდან. ის, რაც ღარიბაშვილმა უთხრა მედიას, რადიკალურად განსხვავდება ევროპელი ლიდერების პოზიციისგან. ირკვევა, რომ არანაირი დაპირება პრემიერს არ მიუღია. უფრო მეტიც - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები ქვეყნისგან რეფორმების გატარებას ითხოვენ. ეს არის მთავარი პირობა, რაზეც დამოკიდებულია ბრუსელის გადაწყვეტილება. ერთადერთი, ვისაც ღარიბაშვილთან ერთად ევროკომისიასთან პრეტენზიები აქვს, მისი მეგობარი ვიქტორ ორბანია.
ის, რაც არ თქვა ღარიბაშვილმა თქვეს ევროპელმა ლიდერებმა. პრემიერი გვიმტკიცებდა, რომ ევროპელი ლიდერები სტატუსის მიღების აუცილებლობაში დაარწმუნა. თუმცა, როგორც ჩანს, პრემიერის არგუმენტები არადამაჯერებელი აღმოჩნდა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრებზე გაფთხილებები მიიღო. „უბიძგეთ პროცესს, რომ წინ წავიდეს“ - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.
რასელი საქართველოსგან ითხოვს, სიტყვების ნაცვლად საქმით დაატკიცოს, რომ ევროპული ღირებულებების ერთგულია.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.