წინასაარჩევნო წმენდა სკოლებში - „ოცნება“ დირექტორის თანამდებობებზე დასანიშნად პარტაქტივს ამზადებს
სადამსჯელო ოპერაცია სკოლის დირექტორების წინააღმდეგ - განათლების სამინისტრო წინასაარჩევნოდ ამ თანამდებობებზე დასანიშნად პარტაქტივს ამზადებს. პოსტებს ატოვებინებენ ყველას ვის მორჩილებაშიც ხელისუფლება დარწმუნებული არ არის. ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი განათლების სამინისტრომ კანდიდატთა სიაშიც კი არ ჩასვა. ერთი ფესბუქპოსტი 35 წლის სტაჟის მქონე ტარიელ კალანდაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
სკოლებში პროტესტია. ოზურგეთის ერთი და ჩხოროწყუს სამი სკოლა დღეს აქციებმა მოიცვა. მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები - ყველა განათლების სამინისტროს პოლიტიკური გადაწყვეტილებას ამ ფორმით ეწინააღმდეგება. მინისტრისგან კი ითხოვენ, განახლდეს ხელშეკრულებები დირექტორებთან, რომლებიც წლებია ამ თანამდებობებზე მუშაობე, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვას სისტემატიური სახე მიეცემა. ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი თვის თავზე რამდენიმე რეგიონში სასწავლო პროცესი, პრაქტიკულად, ჩიხში შედის.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.