ძვირადღირებული საჩუქრები სებს - ეროვნული ბანკი ახალ ავტომობილებს ყიდულობს

06.10.23 20:46
ძვირადღირებული საჩუქრები სებს - ეროვნული ბანკი ახალ ავტომობილებს ყიდულობს

 

 

ჩამოშლის ზღვარზე მყოფი ეროვნული ბანკი რეპუტაციის აღდგენის ნაცვლად ფუფუნებაზე ფიქრობს. ყიდულობენ 2023 წლის ავტომობილს, რომელიც აუცილებლად ჰიბრიდი უნდა იყოს. მარკისა და მოდელის შესახებ  ჯერ არაფერი ცნობილი. შესაბამის დოკუმენტებში მხოლოდ იმას წერენ, რა სიგრძის უნდა იყოს მანქანა და რა სიმძლავრის. ყველა დეტალი ისე აქვთ  მოფიქრებული, რომ სავარაუდოდ, წინასწარ უკვე იციან, რომელი  კომპანიიდან იყიდან ძვირადღირებულ მანქანებს  სულ მცირე  ნახევარ მილიონად. 

სავარაუდოდ, ახალი ავტომობილები  შეხვდებათ ბანკის საბჭოს ახალ წევრებსაც. ეს იქნება ჯილდო მათთვის, ვინც ხელისუფლებისთვის  საბედისწერო დროს მაშველ რგოლად იქცნენ. ფარცხალაძის გადარჩენის სპეცოპერაციისა და ივანიშვილის ნდობის გამართლებისთვის ეროვნული ბანკი ძვირადღირებული საჩუქრების მოლოდინშია.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 
 

მსგავსი სიახლეები