აქცია ვაშლიჯვარში - 34 საბავშვო ბაღის მიმდებარედ კლდეს ანგრევენ
საპროტესტო აქცია ვაშლიჯვარში - ამ წუთებში 34-ე ბაღთან ბავშვების მშობლები არიან შეკრებილი. ბაღში ბავშვების გაშვება საშიშია, - ამბობენ აქციის მონაწილეები, რომლებიც იქ მიმდინარე კორპუსის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.
კომპანია კლდეს ანგრევს, რაც აზიანებს მიმდებარე შენობებს. კედლებს უკვე გაუჩნდა ბზარები. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამის მიზეზი სწორედ ახალი კორპუსის მშენებლობაა, თუმცა მერიაში ბრალდებების საპასუხოდ ექსპერტების დასკვნას იშველიებენ, სადაც წერია, რომ მშენებლობა გვერდით მდგომი შენობებისთვის სახიფათო არ არის.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.