ცეცხლი საღებავების მაღაზიას გაუჩნდა - ხანძარი ლიკვიდირებულია

07.10.23 10:32
ცეცხლი საღებავების მაღაზიას გაუჩნდა - ხანძარი ლიკვიდირებულია

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს.

უწყების თქმით, ცეცხლი აგლაძის ქუჩაზე ერთ-ერთ საღებავების მაღაზიას გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

 

მსგავსი სიახლეები