რაჭის ტყის დასაცავად პროტესტი გრძელდება - აქციის მონაწილეები მუქარასა და შანტაჟზე საუბრობენ
რაჭაში პროტესტი გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობა რაჭის ტყის დასაცავად ერთიანდება. ხალხი დავით ხიდაშელისთვის გადაცემული 49 წლიანი ლიცენზიის გაუქმებას ითხოვს. პროტესტის ეპიცენტრია ონის მერია. ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ორგანოსთან კარვები გაშალეს. ამ ფაქტს კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოყვა. მიზეზი კანონში შესული ცვლილება და ე.წ. კარვების კანონის ამოქმედებაა.
ხალხის შემცირებას, პოლიციური ძალებით მოსვლას და კარვების დაშლას ელოდებით. მოდი ნუ გავაკეთებთ, შენც ქართველი ხარ, მეც ქართველი ვარ და ის მიწა, რომელიც გაგვისხვისეს, ხალხი ტყეში რომ ვეღარ შედის, იმას ვიცავთ. შენი წინაპარი და ჩემი წინაპარი ამ მიწას შეეწირა". - უთხრა პოლიციას აქციის მონაწილემ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ ადამიანებს ურეკავენ, აშანტაჟებენ და აქციაზე გამოსვლას უკრძალავენ. მათი თქმით, ადგილი აქვს იარაღით მუქარასაც.