"ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, ეზოში გაიყვანა და ესროლა" - 14 წლის გოგოს მკვლელობის ახალი დეტალები

07.10.23 11:11
"ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, ეზოში გაიყვანა და ესროლა" - 14 წლის გოგოს მკვლელობის ახალი დეტალები

14 წლის გოგონას მკვლელობა კახეთში - როგორც გაირკვა და როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელ ლამბალოში იძულებით ქორწინებაში მყოფი მოზარდი, ე.წ. ქმარმა საკუთარი ბიძაშვილის ქორწილში წაიყვანა, აგრესიული კი მას შემდეგ გახდა, რაც მოზარდმა ორ თვიანი ტყვეობიდან თავის დაღწევა კიდევ ერთხელ სცადა. ამ დროს კაცმა იარაღი ამოიღო და მსხვერპლს ეზოში ესროლა.

მეზობლების თქმით, მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემებიც ჰქონდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ 28 წლის მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, გაქცეულია თვითონ, ქალი მოიტაცა 2 თვეა მგონი, მერე გაქცევა უნდოდა, ეზოში გამოიყვანა და ესროლა. ორი თვე ასე ჰყავდა დამწყვდეული". - ამბობენ ადგილობრივები.

14 წლის გოგონას მკვლელს პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. 28 წლის მამაკაცი გაუჩინარებულია. მძიმე დანაშაულში მხილებული კაცის ძებნის სპეცოპერაცია მთელი კახეთის მასშტაბით მიდის.

ტრაგედია საგარეჯოში გუშინ მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109 მუხლით მიმდინარეობს.