სარდაფში მომხდარი მკვლელობა - დაარღვევს თუ არა ბრალდებული დღევანდელ სასამართლოზე დუმილს
მეგობრის მკვლელობაში მხილებული კაცი სასამართლოს მოლოდინშია - რა მოხდა დადიანის ქუჩის სარდაფში და რისთვის გაიმეტა სასიკვდილოდ მამაკაცმა მასთან ერთად მცხოვრები კაცი? დიდი ალბათობით, ბრალდებული დღეს სხდომათა დარბაზში დუმილს დაარღვევს. გამოძიების ვერსიით, ეს არის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაული. როგორც ირკვევა 42 წლის მამაკაცს, 44 წლის მეგობარმა დაზიანებები დანით მიაყენა.
მოსამართლე დავით მგელიაშვილი წუთი-წუთზე დაიწყებს აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობას და რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი, გაუშვებს თუ არასასამართლო ციხეში მეგობრის მკვლელობისთვის ბრალდებულს.
უცნობია ბრალდებულის პოზიცია. დაცვის მხარეს დღეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება პროკურატურას, ის დღევანდელ პროცესზე პატიმრობას მოითხოვს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.