სავარაუდო ძალადობა ლაშა ჟღენტზე - პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები სასამართლოზე

07.10.23 12:13
სავარაუდო ძალადობა ლაშა ჟღენტზე - პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები სასამართლოზე

რისთვის დააკავეს ლაშა ჟღენტი და რა მოხდა გოგებაშვილის ქუჩაზე? პროცესი ისე დასრულდა, რომ ძალადობაში მხილებული ხუთი სამართალდამცველისთვის არავის უკითხავს, ჰქონდა თუ არა ადგილი მათი მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებას.

ძველი თბილისის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები, მომხდარის ურთიერთგამომრიცხავი ვერსიის შესახებ საუბრობდნენ. 

ერთ-ერთი პოლიციელი სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ ახალგაზრდები ხმაურის გამო გაჩერეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ლაშა ჟღენტს პირადობის მოწმობა მოსთხოვა, ის აგრესიული გახდა პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა და მისი დაკავება მოუწიათ, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს, გომელაურის უწყების მეორე თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ ლაშა ჟღენტის გადამოწმების პროცედურას ახორციელებდა. ის ამბობს, რომ მთელი გადამოწმების პროცედურის დროს ჟღენტი აგრესიულად არ იქცეოდა, სანამ ის ახალგაზრდის საქამრეს არ შეეხო და წელის მიდამოების შემოწმება არ გადაწყვიტა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 27 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

ამბავი რამდენიმე თვის წინ მოხდა. ძალადობაში მხილებული პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყო, თუმცა დღემდე არცერთ მათგანი არ დასჯილა.