გამოკითხვები დაიწყო - გამომძიებლების კითხვებს 14 წლის გოგოს მკვლელობაში მხილებული კაცის მამა პასუხობს

07.10.23 13:09
გამოკითხვები დაიწყო - გამომძიებლების კითხვებს 14 წლის გოგოს მკვლელობაში მხილებული კაცის მამა პასუხობს

იორმუღალოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები დაიწყო.  გამომძიებლების კითხვებს 14 წლის გოგოს მკვლელობაში მხილებული კაცის მამა პასუხობს. პოლიციამ ასიმ ასლანოვის ოჯახის წერვები უკვე მოერედ დაიბარა გამოკითხვაზე.

ამ დრომდე მთელი კახეთის მასშტაბით, ძებნის სპეცოპერაცია მიდის. არსებობს ვარაუდი, რომ გაქცეული 28 წლის მამაკაცი თავს მისი ოჯახის კუთვნილ ფერმას აფარებდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას თან აქვს დანაშაულის იარაღიც.

გარდაცვლილი გოგო კი მშობლიურ სახლში, დმანისში გადაასვენეს.

სოფელ ლამბალოში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ხალხი ამტკიცებს, რომ არაფერი იცოდნენ იმის შესახებ თუ როგორ ცხოვრობდა სკოლის მოსწავლე, ორი თვის განმავლობაში იძულებით ქორწინებაში.

როგორც გაირკვა, სოფელ ლამბალოში იძულებით ქორწინებაში მყოფი მოზარდი, ე.წ. ქმარმა საკუთარი ბიძაშვილის ქორწილში წაიყვანა, აგრესიული კი მას შემდეგ გახდა, რაც მოზარდმა ორ თვიანი ტყვეობიდან თავის დაღწევა კიდევ ერთხელ სცადა. ამ დროს კაცმა იარაღი ამოიღო და მსხვერპლს ეზოში ესროლა.

ტრაგედია საგარეჯოში გუშინ მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109 მუხლით მიმდინარეობს.